|
2017-07-14 18:18:12, 2749 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე იაკობი: ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი, სიმართლე გაირკვევა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაკითხვა დასრულდა. მეუფე იაკობმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. "დაკითხვიდან გამომიშვეს. ამომწურავი პასუხი გავეცი ყველაფერს. სიმართლე გაირკვევა", - აღნიშნა მეუფემ. ჟურნალისტის კითხვაზე - უსვამდა თუ არა კითხვებს თავად ბრალდებული, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ "კითხვებს ყველა უსვამდა, მათ შორის დეკანოზიც", თუმცა ქორეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია რა სახის კითხვები იყო დეკანოზის მხრიდან გაჟღერებული. "მამა გიორგი მამალაძეს კითხეთ ეგ", - დასძინა მან. ცნობისთვის, დღეს სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორე თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისი დაკითხვა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ, უკომენტაროდ დატოვა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)