01:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 15:27:13, 400 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზბეგში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი მოდის

„ყაზბეგში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი მოდის, თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცოტა მოსავალი მოჰყავს“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცეთა–მთიანეთში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან რეგიონის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალია და ამის რესურსებიც არსებობს. 

 „ამ რეგიონში შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება, როგორიცაა მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, რძის, ხორცის , ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი წარმოება, მეკარტოფილეობა.  კარტოფილთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ პატრიარქთან გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ  ყაზბეგში მოდის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი. ამ დროს ძალიან ცოტა რაოდენობა მოჰყავთ ადგილობრივ მოსახლეობას, არადა ამის პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ამასთან, მისივე თქმით,  მცხეთას აქვს ხილის გადამუშავების, ნატურალური წვენების წარმოების, საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა.  ასევე მცხეთის რაიონში არის ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის, კომბინირებული საწარმოს ამუშავების პერსპექტივა.  

პრემიერის განცხადებით, ყაზბეგში არის ლოგისტიკური ცენტრის, მატყლის პროდუქციის წარმოების, ტრადიციული ხელსაქმის– სუვენირების, ასევე სამშენებლო მოსაპირკეთებელი სამუშაოების მასალების წარმოების რესურსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics