|
2017-07-11 17:31:04, 2699 ნახვა
მსოფლიო
ბასტილიის აღების დღეს პარიზში უსაფრთხოებას 11 ათასამდე პოლიციელი დაიცავს
ბასტილისს აღების დღის აღნიშნვასთან დაკავშირებით, პარიზში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, - ამის შესახებ The Local იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში 11 ათასამდე სამარტალდამცველი იქნება მობილიზებული. ამასთან, როგორც მედია იტყობინება, 14 ივლისის ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება. ელისეის მინდვრებზე, სადაც აღლუმი და ძირითადი ღონისძიებები ჩატარდება უსაფრთხოებას 3 500 პოლიციელი დაიცავს. გარდა ამისა, პერიმეტრზე სნაიპერები განთავსდებიან, ხოლო მდინარე სენაზე პატრულირებას 6 გემი განახორციელებს. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი და მაკრონი ერთმანეთს შეხვდებიან და ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმებს განიხილავენ, რის შემდეგადაც პრესკონფერენცია დაინიშნება. გარდა ამისა, ემანულ მაკრონი ნიცაში გაემგზავრება, სადაც გასული წლის 14 ივლისს ტერაქტის შედეგადად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის პირველი ვიზია საფრანგეთში, მას შემდეგ რაც მან პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. მანამდე რესპუბლიკელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ საფრანგეთში გამგზავრების სურვილი არ აქვს, რადგან "პარიზი ის პარიზი აღარ არის". ცნობისთვის, 3 ივლისს პარიზის გარეუბანში პოლიციელებმა 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა. სატვირტო ავტომობილი ხალხში შევარდა, საჩესთან კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი იჯდა. ტერაქტის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)