03:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 17:07:44, 2696 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო  2017 წლის ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი დაიწყებს მუშაობას.  შპს „გრინვილი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში  გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შპს „გრინვილი“ თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 460 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics