17:15 - 23 May, 2026
|
2017-07-10 11:17:50, 787 ნახვა
რეგიონი
ფოთის ბაზრობის დირექტორი: მოვაჭრეებს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ
ფოთის ბაზრობის დირექტორის, თეა ბელქანიას განცხადებით, მოვაჭრეებს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონიათ. ბელქაძე გამორიცხავს, რომ ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რადგან მისივე განმარტებით, ღამის საათებში, ბაზრობის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის სისტემიდან გათიშვა ხდება. შეგახსენებთ, რომ დღეს გვიან ღამით ფოთის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)