|
2017-07-06 17:52:29, 2334 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: კახი კალაძე იყო და რჩება გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად
„კახი არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში, ის არის პროფესიონალი, ძალიან ღირსეული ადამიანი, წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საარჩევნო კამპანიაც ისეთივე შთამბეჭდავი და წარმატებულიიქნება, როგორც დღევანდელი პრეზენტაცია“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხუთწლიანი მოღვაწეობის ანგარიში „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“ წარადგინა. ანგარიშის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ტოვებს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. „კახი კალაძის მინისტრობის პერიოდში ამ ქვეყანაში გაკეთდა ქარის პირველი სადგური, პრაქტიკულად, საფუძველი ჩაეყარა მზის ენერგიის ამუშავებას, დაიდგა ისეთი სიმძლავრეები, რაც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა. კახის მსგავსი ფასეულობებისა და პერსონალური თვისებების ადამიანი გააძლიერებდა ყველა გუნდს. ის ძალიან ღირსეული ადამიანია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადი თვისებები მას აძლევს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში და იყოს წარმატებული მერი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკაში ასეთი ფასეულობების, ასეთი გუნდურობის მაღალი ხარისხისა და პირადი თვისებების მქონე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში რაც უფრო მეტი გვეყოლება, იქნება უფრო უკეთესი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)