02:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 18:22:23, 2568 ნახვა

ეკონომიკა
ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალის ნაწილს „თიბისი დაზღვევა“ აანაზღაურებს

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკუთვნოდა, შპს „გუჯუჯს" თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული.

კოპმანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც ანაზღაურების გაცემა დაიწყება.

ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ზარალის ზუსტი მოცულობის დადგენა.

შპს „გურუჯს", რომელიც აერთიანებდა 30-მდე მაღაზიას, დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რაც იმედს იძლევა, რომ დაზარალებულებს მაქსიმალურად შეუმცირდებათ მიყენებული ზიანი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი დაზღვევაში ქონების დაზღვევისას ბიზნესს შეუძლია შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას, ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics