|
2017-06-29 15:25:59, 2150 ნახვა
სამართალი
ოლიმპიური კომიტეტის სასარგებლო გადაწყვეტილება მოსამართლემ დეპუტატების ზეწოლის ქვეშ მიიღო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, სეოკ-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა. როგორც ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან აღნიშნული ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ერთ-ერთი მედიასაშუალებისგან მიიღო. ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი ფაქტი. სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა პარლამენტარების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. "სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. როდესაც აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტმა დამირეკა, მე ეს ინფორმაცია უარვყავი, რადგან პარლამენტარის პრესტიჟის დაცვა აუცილებელია. ჩემთვის ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო, თუმცა წარმოსადგენი აღმოჩნდა. იმ დროს, როდესაც სამი ორგანიზაცია ერთი დღით ადრე რეგისტრირდება რეესტრში და მას ხმებს აძლევენ, მაშინ როცა წესდებაში რა ორგანიზაციებიც წერია, რეესტრში არ ფიქსირდება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. სეოკ-ის წინააღმდეგ ჩვენი ბრალდებები უსაფუძვლო არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე არ დააკმაყოფილა მოსამართლემ სარჩელი 2016 წლის არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით. სასამართლოში წასვლის სურვილიც მხოლოდ მე არ მქონია, ჩემს უკან ის ოლიმპიელები არიან, რომლებმაც ხმა მომცეს და მე მათ ხმებს აუცილებლად დავიცავ“,- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მეორე ინსტანციაში გასაჩივრების გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მოსამართლის განჩინების სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა. "ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 20 წუთში მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. როდესაც ამ სასამართლოში ასეთი რამე ხდება, უკვე საკითხავია, ღირს თუ არა ბრძოლის გაგრძელება. ჩემი სურვილი იყო წინ წავსულიყავით, ახალი ხედვა გაჩენილიყო, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი უკან მიდის. ახლა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი არჩევნები სამართლებრივი ნორმების დაცვით ჩატარდება",- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილი სარჩელი, რომელიც სეოკ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ეხებოდა. (NS)
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)