|
2017-06-26 13:29:53, 2213 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა სამუშაო შეხვედრაზე „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“ მისასალმებელი მოხსენებით წარდგა. შეხვედრა „თბილისი მარიოტში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CAREC Institute), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) თანამშრომლობით მიმდინარეობს. „საქართველოს მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან საქართველოს, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, თურქმენეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ეროვნული ბანკებების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სსიპ-ებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები და ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებასა და განსაზღვრას. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს: სიღარიბის დაძლევა, ინკლუზიური ზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა. სამუშაო შეხვედრის შედეგად გაიზრდება ცოდნა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროსა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრას ესწრება 50 მონაწილე. ღონისძიება 27 ივნისს დასრულდება.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)