09:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 11:25:00, 2139 ნახვა

სამართალი
აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11:8 ანგარიშით მოიგეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ მალანია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი,  მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე,  შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას.  დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე,  ჩვენს ქვეყნებს შორის 25 წლიანი წარმატებული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია.  მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.

შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics