10:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 11:20:14, 2380 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე

„არავის არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებები აქვს.

 „პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ივანიშვილთან, საერთოდ ეჭვს არ იწვევს ეს. რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინე. მერე პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით, ისევე გაგიშვებთო. არავის არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებმა სადამდე მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა, ყველამ დავინახეთ. საქართველო არის განადგურების პირას. უკრაინაში და პარალელურად საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ და გარიგებებს არც არასდროს არ ვაპირებდი. ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა. საერთოდ ეჭვი არ მეპარება რომ შეხვდება. ოლიგარქი ოლიგარქს ყოველთვის ხვდება. ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს. პოროშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს ძალიან, რომელსაც მე ვიცნობ, ეს არის ედუარდ შევარდნაძე. ასე რომ, ზუსტად ვიცი, ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით მქონდა ურთიერთობა ბოლო წლებში, ზუსტად ვიცი, ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი. ამიტომ ამ ორი გამოცდილებით გამდიდრებული და იმ პირობებში, როდესაც ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს, მაქვს საბრძოლო განწყობა, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ და ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელახალ გათავისუფლებას“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics