|
2017-06-22 18:42:00, 2622 ნახვა
მსოფლიო
BBC: რუსეთში, გამოკითხულთა 63%-ს სჯერა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო
რუსეთში "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 63% სჯერა რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 28% აღიარებს, რომ მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. როგორც მედია იტყობინება, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება სრულად საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, 2014 და 2015 წელთან შედარებით შემცირდა. მაშინ ამავე გამოკითხვის ფარგლებში, 69% სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო. ამასთან, გამოკითხვის თანახმად გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დიდ დანაკარგს იოსებ სტალინის ქმედებებს უკავშირებდა, ასევე შემცირდა. მედიის ცნობით, გამოკითხულთა 36% თვლის, რომ დიდი დანაკარგი მოულოდნელი თავდასხმით იყო განპირობებული, 24% მიიჩნევს, რომ გერმანია სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით პრეროგატივით სარგებლობდა. ამავე საკითხში, ყოველი მეათე გამოკითხული თვლის, რომ საბჭოთა კავშირს "სუსტი, მოუქნელი ხელმძღვანელობა" ჰყავდა. ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის დანაკარგმა 26.6 მილიონი შეადგინა. აქედან თითქმის 9 მილიონი ადამიანი სამხედრო მოსამსახურე იყო.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)