|
2017-06-20 21:55:43, 2067 ნახვა
ეკონომიკა
გააზიარე წარმატება - „ბიზნეს დაჯილდოება 2017“ იწყება
#გააზიარე წარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, დაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესის შექმნას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშან პირველად ჩავატარეთ როგორც მოგეხსენებათ ეს ბიზნეს დაჯილდოება. აქტიურობა არის ძალიან მაღალი, მოლოდინს გადააჭარბა. მოგეხსენებათ 17 -მა კომპანიამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა. წელს კიდევ მეტად უფრო უნდა გავზარდოთ აქტიურობა. წელს გვინდა აქცენტი გავაკეთოთ რეგიონებზე. გვჯერა, რომ წელს გაცილებით მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“,- განაცხადა ბუცხრიკიძემ. დაჯილდოების მთავარი სლოგანი - #გააზიარე წარმატება კვლავ ძალაშია. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობებს აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ. წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და საზოგადოებას მიეწოდება. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებზე: წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის მცირე ბიზნესი, წლის ბიზნესი, წლის სტარტაპი. ასევე, წელს, ჯეოსელის პატრონაჟით, ინოვაციურ ბიზნეს-ნომინაციასთან ერთად, განსაკუთრებული კომუნიკაცია მთელ საქართველოში არსებულ სოციალურ საწარმოებზე გაკეთდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. რეგისტრაციისას სურვილის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ ინფორმაცია წარმოადგინონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იზრუნებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. მათი ვინაობა დაჯილდოების ბოლომდე კონფიდენციალური დარჩება. ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს მონაწილე კომპანიას და მას ქულას დაუწერს. შეფასებისას განსაკუთრებული აქცენტი შემდეგ კრიტერიუმებზე გაკეთდება: საზოგადოებისთვის გარკვეული მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალი, ინოვაციური პროდუქტების/მომსახურების განვითარება, დადებითი გავლენა ბიზნესსა და სოციალურ გარემოზე, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა, ინიციატივა, რომელიც ამაღლებს სამეწარმეო სულისკვეთებას, ახალი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჟიური დაასახელებს. გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ბიზნესსაქმიიანობას ეწევა. საწარმო 2016 წლამდე უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო ნომინაციაში „წლის სტარტაპი“ მონაწილეობისთვის, კომპანია არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ასევე, ნომინაციებში, „წლის სტარტაპი“ და „წლის მცირე ბიზნესი“ კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება ნომინაციაზე წლის ინოვაციური ბიზნესი. ბიზნესდაჯი8ლდოებაშიო მონაწილეობა შეზღუდულია ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა ეხება საბანკო-საფინანსო სფეროს, საკონსულტაციო, აუდიტორულ და საინტერესო მომსახურებას, ასევე, სათამაშო ბიზნესის, თამბაქოს წარმოებას და რეალიზაციას. პროექტის მხარდამჭერები არიან „აწარმოე საქართველოში“ და EFSE(ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის).
(R)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)