09:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 13:26:11, 2391 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ჩიხრაძე კობახიძის შემოთავაზებაზე: დიალოგი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან და არა ტელევიზიაში

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, საკონსტიტუციო პროექტზე პირდაპირ ეთერში მსჯელობასთან დაკავშირებით, პასუხობს.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიალოგისთვის მზად არის, თუმცა თვლის, რომ შეხვედრა რეზიდენციაში უნდა მოხდეს.

"დიალოგი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან და არა, ვთქვათ ტელევიზიაში ჩამომდგარი ორი თანამდებობის პირი ელაპარაკებოდეს ვინმეს. დიალოგისთვის ყოველთვსი მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ. თუ არ აქვთ რესურსი, რომ დიალოგში შემოვიდნენ ეს ისედაც ცხადი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა უფრო ცხადი გახდება მათი ქმედებებიდან გამომდინარე. როდესაც საქმეზე ველაპარაკებით, ისინი სულ სხვა მიმართულებით ლაპარაკობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს არის ურთულესი საკითხი და მას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით", - განაცხადა ჩიხრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მსჯელობა პირდაპირ ეთერში შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics