|
2017-06-13 14:30:11, 2378 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენში სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - თავდამსხმელი დაკავებულია
მიუნხენის სარკინიგზო სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სროლა, რომელიც უცნობმა მამაკაცმა დაიწყო, Unterfoehring-ის სადგურზე მოხდა. როგორც მედია წერს, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია რამდენიმე პიროვნების დაკავეს ცდილობდა. მათ სადგურზე ჩხუბი დაიწყეს. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიდან იარაღი წაართვა და სულ მცირე 5 გასროლა განახორციელა. France Press-ის ცნობით, მამაკაცმა კიდევ ერთი პოლიციელის რელსებზე ჩაგდება სცადა. სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება შეძლეს. ის სროლის დროს დაიჭრა. პოლიციის თქმით, ინციდენტი ტერაქტი არ ყოფილა, რადგან თავდამსხმელი პირადი მოტივით ხელმძღვანელობდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 37 წლის გერმანელია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ხოლო სადგურის მუშოაბა დროებით შეფერხებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)