|
2017-06-13 11:05:52, 2424 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post: რუს ჰაკერებს შეუძლიათ, ამერიკა ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ
რუსმა ჰაკერებმა შექმნეს პროგრამა, რომლითაც ამერიკული ქალაქების ენერგოსისტემაში ჩართული კომპიუტერების მუშაობის დარღვევაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post იუწყება. შესაბამისი შინაარსის ანგარიში, როგორც მედია წერს, კომპანია Dragos-მა მოამზადა, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს. საუბარია CrashOverride-ს პროგრამაზე, რომელსაც შეუძლია კომპიუტერულ სისტემებში და ისინი რამდენიმე დღით გათიშოს შეუმჩნევლად შეაღწიოს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი რუსებმა 2015 წელს უკრაინის ენერგოსისტემაზე მიტანილი იერიშის დროს გამოიყენეს. მაშინ 225 ათასი ადამიანი დენის გარეშე დარჩა. Dragos- ში მიიჩნევენ, რომ შემდეგი დარტყმა ამერიკულ ქალაქებზე იქნება. რადგან კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რუსი ჰაკერები უკვე წლებია ამერიკული ენერგოსისტემის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა უსაფრთხოების დეპარტამენტი გავრცელებულ ანგარიშზე კომენტარს არ აკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)