00:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:34:53, 2431 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის მფლობელებს სეტყვისგან მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევაში დაზღვეული ავტომობილების მფლობელებს 10 ივნისს, თბილისში მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების  შესახებ განაცხადი  თიბისი ავტოდაზღვევის  250-მა  მფლობელმა უკვე  დაფიქსირა.  თიბისი დაზღვევა  მათ ჯამურად დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობის  ზარალს ანაზღაურებს.  

მათ ვინც, თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის პოლისით სარგებლობს და სეტყვის შედეგად დაზიანებული მანქანის შესახებ თიბისი დაზღვევისთვის ჯერ არ მიუმართავს, შესაძლებლობა აქვს კომპანიის  ცხელ ხაზზე (2 42 22 22) დარეკოს  და განაცხადი დააფიქსიროს.  ზარალის დარეგულირება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ  5 სამუშაო დღეში მოხდება. მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც ფულადი თანხის ანაზღაურება, ისე პარტნიორ ავტო-სერვისცენტრებში დაზიანებული ავტომობილების შეკეთება.

თიბისი დაზღვევა, რომელიც ბაზარზე 2017 წლის იანვრიდან ოპერირებს,  სხვადასხვა პროდუქტთან ერთად მომხმარებლებს  ავტოდაზღვევის სერვისსაც სთავაზობს. ავტოდაზღვევის პოლისი სტიქიური მოვლენების,  მათ შორის სეტყვის შედეგად ავტომობილებისთვის  მიყენებულ ზარალს სრულად ანაზღაურებს.  

თიბისი დაზღვევის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია  თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის ფილიალებში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics