23:11 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:06:32, 2089 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას.

"კერძოდ კი, იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის  უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე,  აგრეთვე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და მისი მიმდინარეობა. 

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics