14:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:28:13, 739 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის პროგნოზების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში  2015 წლის პროგნოზების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  2014 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების  მდგომარეობასა და  2015 წლისთვის სტიქიის ზონებში მოსალოდნელ საფთხეებზე იმსჯელეს.

„აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული სტიქიური გეოლოგიური პრობლემების მართვის კუთხით, რათა განვითარებული სტიქიის დროს მთავრობამ შეძლოს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა.  სტიქიის შედეგად გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში ოპერატიულად იქნეს ჩართული ყველა შესაბამისი უწყება და მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 შეხვედრას რეგიონების რწმუნებულები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics