|
2017-06-09 17:00:59, 1990 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მაქვს მეილი, სადაც თომას მარკერტი მიდასტურებს, რომ დასკვნა პრეზიდენტსაც გაეგზავნა
მაქვს მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ჩუხოშვილის თქმით, მას აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან შეუძლია. „ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიღებული, უბრალოდ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მეც ის ინფორმაცია გავაჟღერო, რაც მაქვს. ვინაიდან მე ვარ საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიისთვის საკონსტიტუციო კომისიიდან. მე მაქვს ის მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც. თუ ვინმეს აინტერესებს, ტელეფონში მეილი მაქვს და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გავუზიარო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებაში ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი არის ის, რომ წერტილი ესმება სრულყოფილ სისტემას, სრულყოფილი ხდება საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი დოკუმენტი არ მიუღია.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)