06:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:37:04, 2279 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ჰილარი კლინტონს საარჩევნოდ ინტერნეტიზაციის იგივე პროგრამა ჰქონდა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა პირველად კონსტიტუციით დარეგულირდება.

მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში გაკეთდება,  გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორეს მხრივ,  გულისხმობს მოქალაქეების უფლებას, სასამართლოშიც კი  დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა:

„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია, კონსტიტუციის მეორე თავში იქნება ეს ჩანაწერი, რაც  გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორეს მხრივ, ეს გულისხმობს, მოქალაქეების უფლებას, რომ სასამართლოშიც კი  დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს ვალდებულებები იზრდება ძალიან სერიოზულად. საქართველო ის სახელმწიფოა, სადაც  წინა არჩევნებზე ვთქვით, ვახორციელებთ გეგმას და    ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ  სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტით მთელი მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონსაც თავის დროზე იგივე პროგრამა ჰქონდა:

„გასულ წელს იყო არჩევნები შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ჰქონდა იგივე პროგრამა. თუ ის გაიმარჯვებდა, ამას გააკეთებდა მთელი ამერიკისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics