|
2017-06-07 18:40:46, 2093 ნახვა
ეკონომიკა
2018 წელს ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG საქართველოში გაიმართება
6-7 ივნისს, ტალინში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი EuroDIG 2017 გაიმართა. საქართველოს მხრიდან EuroDIG 2017-ში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მიიღო, სადაც EuroDIG-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველომ მიიღო შეთავაზება EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ. EuroDIG 2018-ის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება, რაც ევროპული ქვეყნების მიერ საქართველოს ინტერნეტმმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას ნიშნავს. ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ყოველწლიური ევროპული დიალოგი ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური, ღია და მრავალმხრივი პლატფორმაა. EuroDIG-ზესხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მონაწილეები ერთმანეთს მოსაზრებებს და საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. წელს EuroDIG 2017-ში მონაწილეობაევროპული ქვეყნების 650-მდე წარმომადგენელმა მიიღო, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. გიორგი ჩერქეზიშვილი EuroDIG 2017-ის ერთ-ერთ სადისკუსიო სესიაში სიტყვით გამოვიდა, რომელიც ციფრული უთანასწორობის დაძლევის საკითხებს ეხებოდა. სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით ის დასახლებული პუნქტები დაიფარება, სადაც ოპტიკური ქსელი არ არის. სესიაზე გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტქსელების განვითარების ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობას და ამ პროცესებში კერძო სექტორის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ამის წარმატებულ მაგალითს ერთ-ერთ მთიან რეგიონში ინტერნეტიზაციის პროექტი წარმოადგენს, რის განხორციელებაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც იყო ჩართული. სესიაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში კავშირგაბმულობის სფეროს განვითარების მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა, შეეხო ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს და სხვა. EuroDIG 2017 დახურვის სესიაზეღონისძიების მასპინძელი ქვეყნის-ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა გიორგი ჩერქეზიშვილს, როგორც მომავალი EuroDIG-ის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, EuroDIG-ის გარდამავალი დროშა გადასცა და EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარებაშიწარმატებები უსურვა. (NS)
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)