|
2017-06-05 13:56:15, 804 ნახვა
რეგიონი
თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
5 ივნისს, ღამის 02:00 საათიდან 04:00 საათამდე სსსტც „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში - თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების თავზე წარმოქმნილი სეტყვასაშიში შიდამასიური ღრუბლის მასები განეიტრალდა. „დელტა“-ს ინფორმაციით, ჯამში 400 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა. „სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი აღემატებოდა 30 მმ. ღამის 02:00 საათიდან სეტყვასაშიში კერების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილი იქნა 28 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები თელავის და ყვარლის რაიონის თავზე წვიმის, ხოლო ლაგოდეხის რაიონის მონაკვეთზე, მეტწილად მთის ფერდობსა და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა“, - აცხადებენ „დელტაში“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)