04:54 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 13:59:49, 2356 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: მრავალსართულიან პარკინგებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიან პარკინგებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკური დოკუმენტაცია დასრულებულია.

"თბილისის მერიამ ტექნიკური დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები შესწავლილია კომერციული თვალსაზრისით და 10-ვე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდინარეობს თვითონ გამოსაცხადებელი დოკუმენტაციის მომზადება, რომლის შემდეგაც იქნება გამოცხადებული ტენდერი. ერთ-ერთი ადგილი არის მერიის მიმდებარე ტერიტორია, კიდევ ერთი პარკინგი იქნება ფილარმონიასთან და ასევე დინამოსთან", - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება. შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ხოლო ერთი მერიასთან მიწისზედა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics