|
2017-06-02 19:36:53, 2483 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამას „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პროგრამა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ახორციელებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას, რომლის შედეგადაც გაიზრდება აღნიშნული სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ამავე დროს, მომერანდუმის თანახმად, გერმანული მხარე გააგრძელებს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, რომლის საფუძველზეც სრულყოფილად მოხდება პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა, გაიზრდება სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურობა და მოხდება საბაჟო კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებების განვითარებას: საჯარო ფინანსების ქვესისტემების მიახლოებას ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებთან შედეგზე ორიენტირებულობის, ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით; აგრეთვე, საჯარო ფინანსების მართვის ინსტიტუციონალური მმართველობითი ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს უწყობს მხარეთა შორის საერთო ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილებისა და გეგმების გაზიარებას. GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მესამე ფაზა 2017 წლის აპრილიდან ხორციელდება და 2020 წლის მარტამდე გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)