20:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 19:51:00, 2182 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ მოწვევით იმყოფებიან. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინელ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზნებსაც საქართველოში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად დიდი შეფასება მისცა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელმაც, მისი თქმით, ახალ სიმაღლეზე აიყვანა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. 

შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ. 

მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, საბანკო-საფინანსო სექტორი და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან დასავლეთ საქართველოს, მათ შორის, ქუთაისსა და წყალტუბოს, სადაც კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაათვალიერებენ. 

საქართველოში ჩინელი ინვესტორების სტუმრობის მიზანია, გაეცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს და კონკრეტულ პროექტებს. 

ჩინური კერძო ინვესტორების დაინტერესება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. 

ჩინეთიდან პოტენციური ინვესტორების წარმომადგებლობითი დელეგაციის შემადგენლობაში ორი მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კონგლომერატის - “Wuhan Contemporary Science and Technology Industry Group”-ისა და „Shenzhen LanRun Financial Holding Group“-ის ხელმძღვანელი პირები შედიან. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics