|
2017-06-01 11:32:58, 2178 ნახვა
სამართალი
ევროკომისარი: შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შეემთხვა
ევროკომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, ნილ მუჟნიეკსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. როგორც ევროკომისარის განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი უნდა გაათავისუფლოს. "შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. იგი გაიტაცეს საქართველოში და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც ის პატიმრობაშია საზღვრის უკანონდ კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. მუხთარლი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აზერბაიჯანში მასზე მთავრობის მხრიდან რეპრესიები ხორციელდებოდა. ჟურნალისტის თქმით, მას ჯიბეში ფული გატაცების დროს ჩაუდეს და აზერბაიჯანში ჩასვლამდე არაადამიანურ ექცეოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებიც მკვეთრ დაკვირვებას და სწრაფ რეაგირებას ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მთავრობამ ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაატაროს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გამოძიებამ სათანადო შედეგი დადოს. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უმალვე უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტი და მაქსიმალურად დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის დაიცვას ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან", - ნათქვამია ევროკომისარის განცხადებაში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს. ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)