03:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 15:00:51, 2066 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თენგიზ გუნავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „გაუჩინარების“ ფაქტს სპეცსამსახურების უუნარობას და კრახს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის თენგიზ გუნავას შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტი უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების სრულ კრახზე მიუთითებს.

 „მინდა გამოვეხმაურო გუშინწინდელ ფაქტს, ყველანი აღმოვჩნდით გაუგონარი ფაქტის წინაშე. თბილისში 29 მაისს, საღამოს, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გატაცებული იქნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ეს ადამიანი გატაცების შემდეგ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიყავდათ გაურკვეველი მიმართულებით. მან გამოიცვალა 3 მანქანა და როგორც თვითონ აცხადებს ბოლოს უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებთან ერთად იჯდა, მასზე იყო ტომარა ჩამოცმული და როდესაც ტომარა ახსნეს უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტში. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი სპეცსამსახურების უუნარობაზე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების სრული კრახია და ევროპული საქართველო მოითხოვს უსწრაფესად იქნას გამოძიებული აღნიშნული საქმე. რატომღაც დღეს უმრავლესობის მხრიდან გაურკვეველი კომენტარები ისმის“,– აცხადებს თენგიზ გუნავა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics