03:23 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 14:29:40, 2312 ნახვა

სამართალი კომენტარი
სახალხო დამცველი: შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს:

 „ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას საგანგაშო ფაქტი. როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელწმიფოშია, ასევე ის არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, უნდა დადგეს შესაბამისი  სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. საუბარია აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება კითხვაზე პასუხი გაცემული, რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული“,-აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics