|
2017-05-27 17:54:58, 2179 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჟილბერ ლე ბრი: საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს შეხვდა. ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფმა საფრანგეთის დელეგაციის ხელძღვანელმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ ჟილბერ ლე ბრიმ ხაზი გაუსვა საფრანგეთ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა. „ვფიქრობ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ვართ ძელზე მოხარულები აქ ყოფნით, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთისთვის და ნატოსთვის. ჩვენ ვართ ფაქტობრივად საზღვრის ზონაში რუსეთთან, რომელიც ქმნის რიგ პრობლემებს და ჩვენ ვცდილობთ ვიქონიოთ ძალიან ნათელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ლე ბრიმ და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თანმიმდევრული გზის დასახვა. საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა, პირველ რიგში არის საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. „ეს არის შესაძლებლობა გავეცნოთ ქვეყნის ეკონომიკას, საზოგადოებას, გავეცნოთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის დგას საერთო ფასეულობებზე", - აღნიშნა ჟილბერ ლე ბრიმ და დასძინა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ასევე არის შესაძლებლობა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის და იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შეფასების, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე მიიყვანს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)