|
2017-05-25 15:14:41, 2376 ნახვა
სამართალი
დემირელის კოლეჯის თანამშრომელ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს. დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში გუშინ, საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც მისი მეუღლე თუბა ჩაბუქი აცხადებს, ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა. ამასთან, დემირელის სკოლის თანამშრომლებმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ პირისპირ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)