|
2017-05-25 11:11:55, 1887 ნახვა
სამართალი
შსს-მ მცხეთაში ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,1442 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას კი ამოღებულია 0,0107 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მ.ა.-მ 0,1568 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 500 ლარად გაყიდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)