|
2017-05-25 11:04:44, 2270 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება
თბილისის შემოვლითი გზისა და ასევე თბილის-ჟინვალის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი განმარტებით, პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება. "ეს არის 55 კილომეტრიანი გზა თბილისის შემოვლითი პროექტისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს და ასევე იქნება დასაწყისი მლეთა-კობისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტირება 15 თვეში დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)