|
2015-04-15 17:31:03, 455 ნახვა
პოლიტიკა
უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაზე კანონი მკაცრდება
პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლასა და მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გამო, შსს-მ პარლამენტს დღეს რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა. საუბარია კანონმდებლობიოს კიდევ უფრო გამკაცრებაზე. დეპუტატებს მთავრობის ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გააცნო. იზორიას თქმით, განსაუთრებით მკაცრად უნდა დაისაჯოს როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხარდაჭერა, ასევე მკაცრი უნდა იყოს სახელმწიფო და სასჯელი იმ ადამინების მიმართ, ვინც ახალგაზრდებს საომარ მოქმედებებში ჩართვაში ეხმარება. "ის პიროვნება, ვინც გადაიბირებს, იქნება ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა, აღნიშნულ საქმიანობებში, იქნება ეს უკანონო ფორმირებები, წვრთნა, ტერორისტული ორგანიზაცია, თუ ზოგადად ყველანაირი ინიციატივა, რაც კი შეიძლება ამ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული, გულისხმობს მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც პირველ რიგში. უბრალოდ ოპერატიული საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენი უწყების მიერ. ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი, რათა მიეცენ პასუხისგებაში პირები, ვინც მათ გადაბირებას ახორციელებს",-განაცხადა ლევან იზორიამ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი უნდა გახდეს ძალადობრივი მოწოდებები და ამ კუთხით გაკეთებული განცხადებები. ლევან იზორიას თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ამით აზრის შეზღუდვა მოხდება, საფუძველს მოკლებულია. "დასჯადი უნდა გახდეს საჯარო მოწოდების კრიმინალიზება ძალადობრივი ქმედებისკენ, რომელიც შეიცავს კონკრეტულ საფრთხეს, ეს საფრთხე უნდ აიყოს რეალური და არსებითი. აქედან გამომდინარე, ის კითხვები თითქოსდა ამით აზრის შეზღუდვა ხდება, არის საფუძველს მოკლებული.ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, მათ შორის სიტყვისა და თავისუფლების შესახებ კანონიც ასხვავებს",-აღნიშნა ლევან იზორიამ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)