|
2017-05-23 11:56:31, 1855 ნახვა
სამართალი
თბილისის ზღვის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება - ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (5,9 ჰა) მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)