|
2017-05-23 11:16:11, 2024 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს ხვდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრს, ბიულენთ თუფენქჯის ხვდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება თანამშრომლობის სფეროები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის საუბარი შეეხება ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის ზრდის ხელშეწყობა, ზემოაღნიშნული მიმართულებებით ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. დელეგაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)