|
2017-05-22 15:55:40, 2160 ნახვა
სამართალი
ლაშა თორდია პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავს
„მინდა ვთხოვო საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია“,-ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ჟურნალისტებს განუცხადა. გენერალური აუდიტორის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია სიმართლე დაამტკიცოს. „ მინდა ვთხოვო საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმიტომ რომ უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ყველა ხედავს რას აკეთებენ ეს ადამიანები, აქ ჩაერთო პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა, ისინი ახდენენ სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას , რომელიც დაბადებს კითხვის ნიშნებს, თუ ვინ იყო თავდამსხმელი პირველი“,-განაცხადა ლაშა თორდიამ. ამასთან, თორდია ითხოვს, რომ მიმდინარე პროცესებში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსი ჩაერიოს. „ ასევე ვთხოვ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, რომ ჩაერიონ დროულად მიმდინარე პროცესებში, ვინაიდან ვხედავ უკვე ისეთ გარემოებებს, რომლებიც მაიძულებს სხვა ღონისძიებებს მივმართო. იმიტომ რომ ვხედავ აქ ვერანაირ სამართალს ვერ ვიპოვით“,-აღნიშნა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)