|
2017-05-18 15:32:57, 2353 ნახვა
სამართალი
ლაშა თორდია 13 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორს ხვდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდება. შეხვედრა აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს. როგორც „საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ დეტალები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც იგი საუბრობდა. ვგულისხმობ მიმდინარე მოვლენებს, იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელსაც სწავლობს აუდიტის სამსახური, სადაც ფიგურირებს ბატონი ფარცხალაძის კომპანია. ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ვფიქრობ რომ ამ საკითხიდან ჩვენ სხვა საკითხზე არ უნდა გადავიდეთ, რადგანაც ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამ ინცინდენტთან. ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი სამსახური საქართველოში სწავლობს პრობლემებს და ამის გამო ექმნება ამ სამსახურის უფროსს კონკრეტული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიგაურმა შეხვედრის დაწყებამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)