|
2017-05-18 12:36:28, 2105 ნახვა
ეკონომიკა
დავით აფციაური: ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს
ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე პრაქტიკულ მოქმედებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში მონაწილეობდა. საქართველოს ელჩის დავით აფციაურის განცხადებით, „ერთო სარტყელი - ერთი გზის" გლობალურ პროექტთან მიმართებაში მოხდა საქართველოსა და ჩინეთის ინტერესებისა და ხედვის თანხვედრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს გააჩნიათ გამოკვეთილი პოლიტიკური ნება იმისა, რომ თანამშრომლობა იყოს ორმხრივად მომგებიანი და სასარგებლო. „შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განისაზღვრება კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში", - განაცხადა დავით აფციაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)