|
2017-05-17 10:15:51, 1923 ნახვა
სამართალი
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია
დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია. კერძოდ, გადაკეტილია ვარდების მოედანი. ამასთან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე. „ ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება იმართება, 13:00 საათზე კი ვარდების მოედნიდან და სამების ტაძრის მიმართულებთ მსვლელობა გაიმართება. დღესვე მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცაველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ადგილზე მხოლოდ აქციის მონაწილებს და მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მისვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)