|
2017-05-17 09:56:52, 1863 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის პირველი მოადგილე ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინას პარნავამ საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ბესიკ ამირანაშვილმა ლინას პარნავას შსს-ს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა და მის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)