23:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:54:08, 2171 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: კობახიძის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან სტუდენტებს მოუწოდა, ილიას გზით იარონ

"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია,  როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, რომ იარონ ილიას გზით",-ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - მისაღები იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა სტუდენტების მიმართ, რომ ისინი არიან კომუნისტები, უცოდინრები  და უნდა დადგომოდნენ ილიას გზას.

მდინარაძის თქმით, თავადაც უერთდება   ამ მოწოდებას,  რადგან ფიქრობს, რომ  ცოდნა და რეალური მონაწილეობა პოზიტიურ პროცესებში უზრუნველყოფს მომავალს:

"თქვენი კითხვიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი რეპლიკები არ მოგისმენიათ, თუმცა ეს არ არის რაიმეს განმაპირობებელი, რომ იგივე უნდა იყოს სხვის მიმართ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, იარონ ილიას გზით, მე ვუერთდები ამ მოწოდებას, რადგან ცოდნა და რეალური მონაწილეობა პოზიტიურ პროცესებში,  უზრუნველყოფს მომავალს",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics