|
2017-05-16 13:03:49, 2079 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, თორდიამ საავადმყოფოს დახმარების გასაწევად ინციდენტიდან 5 საათში მიმართა. „ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით გამოიკვეთა 3 მნიშვნელოვანი გარემოება - ის, რომ არავის არავინ უცემია, არ მომხდარა 10-15 პირის მიერ ადამიანის გამეტება, ინციდენტის მერე, პიროვნება რჩება კაფეში და 5 საათის მერე მიდის კლინიკაში და არ ახდენს სამართლებრივ რეაგირებას. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ამ კითხვებზე მოგვცენ პასუხები“, - აცხადებენ ადვოკატები. მათივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ თორდიას დაზიანებები იმ 5 საათის განმავლობაში მიეღო ან თვითდაზიანებები მიიყენა. „გამორიცხული არაფერია“ - განუცხადეს მათ ჟურნალისტებს. ადვოკატების ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. დაცვის მხარე მოითხოვს, გასაჯაროვდეს ბარში ამოღებული ვიდეომასალები. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)