|
2017-05-13 16:52:42, 2400 ნახვა
სამართალი
ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინაროებს, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება არ გამოიწვია. ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე ისჯება. შეგახსენებთ, რომ გუშინ შარდენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამაჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)