|
2017-05-11 18:10:06, 2276 ნახვა
ეკონომიკა
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს მხრიდან მმართველი, პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებულ მკვეთრად პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებსა და ზოგადად საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და ამ გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფისკალური რეფორმების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საუბარი შეეხო, ასევე, ქვეყნის სივრცითი მოწყობს კუთხით დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენების, ისე რეგიონების ურთიერთდაკავშირების და შესაბამისად, მათი ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. „EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე დღეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე ვისაუბრეთ. ეს იყო იმ შესაძლებლობების წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია საინვესტიციო მიმართულებით, ასევე, განვიხილეთ როგორ ვითარდება ქვეყანა, რა პრიორიტეტები გვაქვს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სტრუქტურული რეფორმების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ როგორც ინსტიტუციონალური ინვესტორები, ასევე, ინვესტორები, რომლებიც კონკრეტული ბიზნესებით არიან დაინტერესებულები", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. სესიაში EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, „აჭარა გრუპის" გენერალურმა დირექტორმა და ვალერი ჩეხერიამ მიიღეს მონაწილეობა. პრეზენტაციას ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მონაწილე დელეგაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე იმ მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ , რომლებიც სარგებლობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. (NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)