|
2015-04-14 10:41:09, 419 ნახვა
პოლიტიკა
გჟეგოჟ სხეტინა: ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი
„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რისი განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება“,-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. "ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, იმისათვის რომ ჩვენ მივულოცოთ საქართველოს DCFTA-ს შეთანხმება. ჩვენთვის, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება; ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა. ჩვენ კიდევ და კიდევ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რისი განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება. ჩვენ რა საკვრიველია მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლაბტიკურ მისწრაფებებს. მარტის ბოლოს, როდესაც გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, 90%-მდე მოსახლეობამ ხმა მისცა როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრობას და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენც ასეთი მდგომარეობა გვქონდა ორიოდე ათეული წლის წინ პოლონეთში. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ მხარდაჭერას, სანამ გავხდებოდით ევროკავშირის წევრები. მივესალმები, რომ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდეს. ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა სწორედ ორიოდე წლისნ წეინ ხაზი გაუსვა ჩვენი დანიელი და შვედი მეგობრების თანხმლებით, რომ ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“,-განაცხადა სხეტინამ. ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ სურვილი საქართველომ ხელშესახები პროცესები მიიღოს აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე. „ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს გამოცდილების გაზიარების საშუალებას იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ვიდრე გავხდებოდით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს ხელშესახები შედეგები ამ პროცესთან დაკავშირებით და კონფერენციის მოწყობას ვაპირებთ სწორედ იმ მიზნით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ასეთი კონფერენცია გვქონდა მაკედონიაში და ახლა საქართველოს ჯერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტიორობის პოლიტიკაც ამის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობად უნდა განვიხილოთ, რაზედაც იქნება საუბარი რიგის სამიტზე“,-დასძინა გჟეგოჟ სხეტინიმ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)