|
2019-05-14 18:46:59, 2355 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას. გიორგი გახარია დისკუსიის მონაწილეებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ეს პირველი შეხვედრაა, რომელიც გიორგი გახარიამ ექსპერტებთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში გამართა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)