|
2017-05-09 14:38:34, 1720 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ზურაბ პატარძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
9 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა და მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, მომავალმა ზღვაოსნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. სახელმგანთქმული შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავა, 9 მაისს იყო დაბადებული, იგი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას ატარებდა. ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით ფულად დახმარებას იღებენ. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებებია დაგეგმილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)