|
2017-05-08 12:07:06, 2130 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
არქიმანდრიტი სერაფიმე იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა
არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და ქანდაში წირვაზე დასწრებას ეხმაურება. როგორც მამა სერაფიმე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა. „ხალხნო მაინტერესებს ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა. და თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში მე გეკითხებით თქვენ ამ კაცს მე გავეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? და ადამიანი მოვიდა წირვის დასასწრებად, მეთქვა წადი თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ რაც მთავარია ეკლესიაში და მის მდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკაზე არავის არ მივცემ უფლებას რომ ილაპარაკოს. მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. და ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე შენდობას გთხოვთ! პატივისცემით არქიმანდრიტი სერაფიმე!“, - წერს მამა სერაფიმე. ცნობისთვის, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)