04:52 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:45:11, 2326 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დევნას პირველად გამოეხმაურა - „შს მინისტრს დაველაპარაკები“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დევნასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაესაუბრება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების იტაცებენ, აწამებენ და კლავენ.

"რა თქმა უნდა დაველაპარაკები გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს იმისათვის, რომ მათ აღნიშნულ საკითხში  დაგეხმარონ. გავრცელებული ცნობით ან ჭორის დონეზე, შეიძლება ვთქვათ, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ცუდად ექცევიან", - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ჩეჩნეთში ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხი საჯაროდ პირველად განიხილა.

ცნობისთვის, 2 მაისს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ "Новая Газета"-მ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეჩნეთში, "ჰომოსექსუალური ურთიერთობების ბრალდებით" ასობით მამაკაცი დააკავეს. ლგბტ თემის წარმომადგებლებს იტაცებდნენ და გავრცელებული ცნობით, 3 ადამიანი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეტში გეების ციხეები არსებობს. ოფიციალური ჩეჩნეთში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მამაკაცებს "მხოლოდ ერთი ორიენტაცია აქვთ". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics